ავსტრიიის დელეგაცია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

29მარტს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს ავსტრიის დელეგაცია სტუმრობდა.

 დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ :

პროფესორი ფრანც შაუსბერგერი - ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტი .

სტეფან ჰაბოკი - ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პოლიტიკის საკითხში მრჩეველი.

დოქტორი ჰელმუთ ფალშლეჰნერი - ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის ბორდის წევრი.

დოქტორი იაოხიმ ფრიცი - ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის გენერალური მდივანი.

 სტუმრებს სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ უმასპინძლა.  დელეგაციამ მუზეუმის ექსპოზიციები, და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაათვალიერეს და გაეცნენ აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას.